რუსთავის პარკში 11 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი ძმასთან და მეგობრებთან ერთად იყო პარკში.

არსებული ინფორმაციით, ის ტბაში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული.

იხილეთ ვიდეო: რუსთავის პარკში 11 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო