ტყიბულის სოფელი მუხურა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში ძლიერი სეტყვა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვამ სოფელში სიმინდის ყანები, ყურძენი, ბაღ-ბოსტანი და მცენაარები დააზიანა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სოფელ მუხურაში ტყიბულის მერის წარმომადგენელმა ზაზა ყვავაძემ განუცხადა , ძლიერმა ნალექმა და სეტყვამ ადგილობრივ მოსახლეობას ნათესები, ვენახი და ხილის ხეები გაანადგურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამდროისთვის ცნობილი არ არის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს