ბათუმმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმს უმასპინძლა

ბათუმი მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობდა, რომელშიც მონაწილეობას პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების “ ბენეფიციარები იღებდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, გამოფენა-გაყიდვა ორდღიანი ფორუმის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow მიერ იყო ორგანიზებული.

მათივე ინფორმაციით, ფორუმი პანელურ ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ფორუმის ბიზნესკავშირების პანელურ ნაწილში საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ელექტრონულ პლათფორმაზე მობილურ აპლიკაცია აგრონავტისა და სოფლიდან.ჯი-ს შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ქალების ფორუმის მიზანი ქალთა გაძლიერების პროცესში ბიზნესკომპანიების როლისა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა.

პროექტის მონაწილე ქალი მეწარმეები სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან, მათ შორის, სასტუმრო ბიზნესს, მეღვინეობასა და ფერმერობას. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეწარმე ქალებმა საკუთარი წარმოება გაზარდეს და დამატებით ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმეს.

“ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“, რომლის პარტნიორი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტია და ნორვეგიის საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს