დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვეს

დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, თამარ თამაზაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კონცერტზე სკოლის პედაგოგებისა და კურსდამთავრებულების მიერ წარმოდგენილი იყო კლასიკური ნაწარმოებები.

კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სკოლის პედაგოგები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სიგელებით დაჯილდოვდნენ. სიგელები მათ ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და თამარ თამაზაშვილმა გადასცეს.

დაჯილდოვდნენ დალი ელისაშვილი, მარიამ კიკილაშვილი, ლია ხაჩიაშვილი, თამილა ნადირაშვილი, დალი ხუციშვილი, ნინო ალადაშვილი და ნინო ლაპიაშვილი.