თბილისში "აიპლიუსის" მაღაზია ისევ გაძარცვეს

თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე "აიპლიუსის" მაღაზია გაძარცვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „აიპლუსიდან“ აცნობეს. როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მძარცველებმა მაღაზიის წინა ფასადი ჩაამტვრიეს და მაღაზიის ვიტრინაში მდებარე ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.

ამ წუთებში, ადგილზე, გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, მოხდა სხვა ტექნიკის მაღაზიების ძარცვაც.

შეგახსენებთ, რომ „აიპლიუსის“ მაღაზია რამდენიმე თვის წინაც გაქურდეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია