აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ, ხმაური იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ, ხმაური იყო.

სიტყვით გამოსვლისას რიჟვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა. მან რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რამაც მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ელგუჯა ბაგრატიონი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა, რაც კამათში გადაიზარდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძეს თითქმის 5 საათია უსმენენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ 5 საათის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის გამოწვევებზე კონკრეტული ხედვა ვერ წარმოადგინა.

„მას რეგიონის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები არ აქვს. მე არანაირი რეგლამენტი არ დამირღევია და ტყუილად მადანაშაულებენ“, - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში ერთი წლის ანგარიში წარადგინა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა პირველად აბარებს ანგარიშს უმაღლეს საბჭოს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს