პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების გამო, სტეფანწმინდის და სნოს გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდებათ

პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების გამო, სტეფანწმინდის და სნოს გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდებათ

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 20 ივნისს პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელი სადგურის: დაბა სტეფანწმინდისა და სოფ.გერგეთის მომხმარებლებს.

ამასთან, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ სნოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ, სოფ: აჩხოტის, სნოს, ახალციხის, ქოსელის, კალკუჩას და ჯუთას აბონენტებს. გაზმომარაგება შეეზღუდება ასევე საბაჟო ტერმინალს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.