სიღნაღში ტოშიკი უსუის კონცერტი ჩატარდა

სიღნაღში ტოშიკი უსუის კონცერტი ჩატარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, ცნობილი იაპონელი პიანისტის ტოშიკი უსუის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს, ვირტუოზმა პიანისტმა მოცარტის, შოპენის და ყველასათვის საყვარელი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციები შეასრულა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული სტუმრები - ვაჟა აზარაშვილი, გამოჩენილი ქართველი ლოტბარი გელა ქოქიაშვილი და იაპონელი კომპოზიტორი მაკი უედა ესწრებოდნენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა საპატიო სტუმრებს, ასევე, იაპონიის საელჩოს და ტოშიკი უსუის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.