ნიკა მელიას განცხადებით, თუ 1 საათში აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი პარლამენტში მშვიდობიანად შევლენ

მე მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში,-ასე მიმართა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

მისი თქმით, თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებიან კობახიძე, გახარია და გომელაური, ისინი პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევლენ.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა, ხელის აწევით დაედასტურებინათ თანხმობა.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო