ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გუშინდელი მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია

სულ სტაციონარებში შემოყვანილი 240 ადამიანი იყო, აქედან 80-პოლიციელია. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულების მონახულებისას განაცხადა.

„კონკრეტულად ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი, მათგან 35 გაწერილია, ხოლო 11 განაგრძობს მკურნალობს. რაც შეეხება საერთო მონაცემებს, სულ სხვადასხვა სტაციონარში 240 ადამიანია შემოყვანილი. ამ წუთას კი 102 ადამიანი ჰოსპიტარიზებულია. უმრავლეს შემთხვევაში მათ აღენიშებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. ამ წუთებში მიმდინარეობს 2 ოპერაცია, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, თვალის დაკარგვა 2 ადამიანის შემთხვევაში დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო: სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაცია

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს