გია ხუხაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაცმოძრაობა“ - გასაგებია, აქცია დაშალეს, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა  უპატიებელი იყო

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაციონალური მოძრაობა“. ის არის სამართალმემკვიდრე ყველა იმ მანკიერების, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომელმაც გასულ ღამით თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ექსპერტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა იმ საკითხზეც კი, რომელზეც სრული კონსენსუსი არსებობდა, ის ქმედებები არ განეხორციელებინა, რაც მოხდა.

„პოლიტიკური კონტექსტი წარმოუდგენელია, რადგან ფაქტობრივად, ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა მხარეები შეთანხმდნენ და სრული კონსენსუსი იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საკითხის შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, ამ საკითხზეც კი მოახერხეს და რაღაც საშინელება ჩაატარეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აქვს, თუმცა საბოლოო ჯამში, ასეთ სიტუაციებზე პასუხისმგებლობა ძირითადად მაინც ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც სრული კონსენსუსის პირობებში ვერ მოახერხა სწორი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ ფორმალური მიზეზებით სცემა ხალხი. გასაგებია, დაშალეს აქცია, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა უკვე იყო უპატიებელი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, პრობლემა, როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაშიცაა“, რომლებიც მისი თქმით, სიმბიოზად იქცნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაციონალური მოძრაობა“, თქვა, რომ ის არის სამართალმემკვიდრე ყველა იმ მანკიერების, რაც ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის ამ მანკიერ სიმბიოზზე. ეს არის აშკარა სიმბიოზი, რომელიც ერთმანეთით იკვებება და მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქვეყანა. სიმბიოზის გაყოფა თუ შეუძლებელია, ის მთლიანად უნდა მოიშორო. ეს არის სწორი გამოსავალი. როდის მოახერხებს ამას ქართული საზოგადოება, არ ვიცი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია