ნინო ბურჯანაძე - რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე გავრილოვის წამოსკუპებას

20 მაისის ღამე - კიდევ ერთი სისხლიანი ღამე რუსთაველზე,- ასე შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ის, რაც წუხელ ვიხილეთ ერთმნიშვნელოვნად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ეს უბედურება მოჰყვა ხელისუფლების უგუნურებას.

„დიდი პოლიტიკური გამჭრიახობა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ქართველი ხალხისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოშუშებია აფხაზეთის, ცხინვალის და 2008 წლის აგვისტოს ომის ჭრილობები, მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იქნებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, დუმის მოქმედი დეპუტატის ხილვა და ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა. ის რასაც ჩვენ ვაცხადებდით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, წამოგვესკუპა გავრილოვი ან სხვა მისი კოლეგა. ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმ უბედურებისთვის, რაც გუშინ მოხდა, მხოლოდ ეს არის ვითარების სტაბილურობისთვის ერთადერთი გამოსავალი”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს