ახალქალაქში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ახალქალაქში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ახალქალაქში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 7 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებული ბავშვი ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკაში აცხადებენ, რომ იგეგმება პაციენტის გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ბავშვი შინ მარტო იყო და აივნიდან გადმოვარდა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.