ბათუმში სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსვლელობას აწყობენ შეძახილებით:“რუსეთი ოკუპანტია!“

ბათუმში, სტუდენტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ შეძახილებით: "რუსეთი ოკუპანტია!". აქციის მონაწილეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას უცხადებენ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ოკუპაციას აპროტესებენ.
შეგახსნებეთ, რომ დღეს ბათუმში ჟურნალისტებმაც გამართეს აქცია და თბილისში 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს სოლოდარობა გამოუცხადეს.
იხილეთ ვიდეო: კადრები ბათუმიდან, სადაც აქციაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

























