დედოფლისწყაროში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, თანამშრომლებთან ერთად, დედოფლისწყაროს მრავალპროფილურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, თბილისის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები დედოფლისწყაროს ეწვივნენ, რომლებმაც სამედიცინო დიაგნოსტიკა 0-დან 18 წლამდე მოქალაქეებს ჩაუტარეს.
აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგნიზებით ჩატარდა.

























