ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს. მესამე დღეა ახალგაზრდები რუსულ ოკუპაციას და თბილისში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. ასევე უცვლელია მოთხოვნები, ისინი კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, ქუთაისის ქუჩებში ანტისაოკუპაციო შინაარსის ნახატები და წარწერები - „გახარია წადი" განთავსდება.

„ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, ვცდილობთ, ყოველდღე საპროტესტო კამპანიის სახე მივცეთ და ყოველდღიურად გავაპროტესტებთ ოკუპაციას და მოვითხოვთ, გადადგეს მინისტრი. ასევე მოვითხოვთ, პატიმრები გამოუშვან", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, აქციაზე მისვლა ყველას შეეძლება, თუმცა ვერც ერთი პარტია გახდება ორგანიზატორი.