თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა, 10-მდე ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე, კომპანია ,,ინტერტრანსის" კუთვნილი სამგზავრო მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ,,ლექსუსის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ ჯებირს დაეჯახა. მიკროავტობუსი რუსთავი-თბილისის რეისს ასრულებდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, ისინი ნაკლებად მძიმე დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე სისხლის სამმართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. ავტოსაგზაო შემთხევის გამო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო