ქუთაისში აქცია „დაუსიგნალე გახარიას“ მიმდინარეობს

ქუთაისის ქუჩებში აქცია-პერფორმანსი „დაუსიგნალე გახარიას“ მიმდინარეობს. ახალგაზრდები ავტომობილების სიგნალებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

"მოთხოვნების ნაწილი შესრულდა, თუმცა არ შესრულდა მთავარი - შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და აქციაზე დაკავებულების გამოშვება. ამიტომ აქცია გრძელდება, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს. დღეს ავტომობილებით ვაწყობთ მსვლელობას და სიგნალებით მოვუწოდებთ გახარიას გადადგომისკენ. მთავრობა ვაიძულეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო და ამასაც მოვახერხებთ", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსვლელობის შემდეგ აქცია მესხიშვილის თეატრთან გაგრძელდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა