ვახტანგ ძაბირაძე - 20 ივნისის მოვლენებმა დაასრულა პოლიტიკური პროცესის ერთი ეტაპი და სათავე დაუდო ახალ პოლიტიკურ პროცესს, ყველას გვესმის, რომ ძველებურად ვეღარაფერი იქნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, გასულ კვირას დრამატულად განვითარებული მოვლენების შემდეგ მმართველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად პასუხი გასცა იმ დღის წესრიგს, რომელც შიდა პოლიტიკაში 20 ივნისის შემდეგ გაჩნდა.

მმართველი გუნდი დათანხმდა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, თან ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. როგორ შეფასებდით ხელისუფლების პასუხს პარლამენტის წინ აქციების მოთხოვნებზე?

- სამწუხაროდ, 20 ივნისის ტრაგიკული მოვლენები გახდა საჭირ იმისათვის, რომ ხელისუფლებას საზოგადოებაში არსებული განწყობა რეალურად შეეფასებინა.

გულრწფელად გითხრთ, ნამდვილად არ ველოდი თუ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს გადადგამდა… არსებული რეალობის გათვალისწინებით, დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც 50%-იან ზღურბლს გადალახავს

გულრწფელად გითხრთ, ნამდვილად არ ველოდი თუ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. ერთი მხრივ, კარგია, რომ ხელლისუფლებამ საზოგადოებასთან დაპირისპირებას თანამშრომლობა არჩია, ხოლო მეორე მხრივ, მაწუხებს იმის გახსენება, თუ რამდენი უბედურება დავიტეხეთ თავს, რამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა იმას, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მედია საშუალებები გაგვეჩინა ან მიტინგისა და გამოხატვის თავისუფლება მოგვეპოვებინა.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც 50%-იან ზღურბლს გადალახავს, შესაბამისად, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა და გვეყოლება კოალიციური ხელისუფლება. რაც, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა დასამართლებრივი გარემოს შექმნას.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა აწარმოოს კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებთან. მაგრამ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დააზუსტა, რომ ხელისუფლება დიალოგში იმათთან არ შევა, „ვინც კონსტიტუციას პატივს არ სცემს და ვისი ქცევაც პროვოკაციული იყო“.

თქვენი დაკვირვებით, ვისთან არ აპირებს დიალოგს „ოცნება“? თუ იგი დიალოგს არ აპირებს „ნაციონალებთან“ და ევროპულ დემოკრატებთან“, მაშინ რა გამოდის, ან რას ცდილობს ხელისუფლება?

- გასაგებია, ვისაც გულისხმობს მამუკა ბახტაძე, უფრო ალბათ «ნაციონალებს“.

თუ პარტია კონსტიტუციას არღვევს, მას რეგისტრაცია უნდა გაუუქმდეს და ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს

თუმცა, გაუგებარია რა კრიტერიუმით ხდება შეფასება ან ვინ უნდა განსაზღვროს, თუ ვინ დაარღვია კონსტიტუცია ან ვინ იქცეოდა პროვოკაციულად? ესეც არ იყოს, თუ პარტია კონსტიტუციას არღვევს, მას რეგისტრაცია უნდა გაუუქმდეს და ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს

- ინტერვიუს ჩაწერამდე ბრძანეთ, რომ უბარიერო სულაც არ ნიშნავს სულ მთლად უბარიერობას, არჩევნებში მონაწილე ამ თუ იმ ძალის მიერ ერთი დეპუტატის გაყვანას ხმათა 0,7% მიღება მაინც უნდა.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ე.წ. უბარიერო პირობებში არჩევნების ჩატარებას შესაძლოა მოჰყვეს პარლამენტში პრორუსულად განწყობილი პარლამენტარების მოხვედრა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ე.წ. უბარიერობა ამისთვის კეთდება?

- დიახ, ნულოვანი ბარიერი სულაც არ ნიშნავს უბარიერობას, რადგან ამ შემთხვევაში მოქმებებს ბუნებრივი ბარიერი და 150 -კაციანი პარლამენტის პირობებში ერთი მანდატის მისაღებად 0,7% საჭირო, რაც არჩევნებში ორმილიონიანი აქტივობის პირობებში საქართველოს მასშტაბით 14000 ხმის მიღების ტოლფასია.

უბარიერობა ხელს არ აძლევს მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც ბარიერის შემთხვევაში შეიძლება არც ამომრჩეველიც არ დაკარგონ და გაუნაწილებელი მანდატების მიღების შანსებიც

ეს საშუალებას აძლევს წვრილ ან ახლადჩამოყალიბებულ პარტიებს დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გახდნენ საპარლამენტო პარტიები.

უბარიერობა ხელს არ აძლევს მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც ბარიერის შემთხვევაში შეიძლება არც ამომრჩეველიც არ დაკარგონ და გაუნაწილებელი მანდატების მიღების შანსებიც.

ამიტომ მათი მხრიდან მუდმივად იქნება აპელირება იმაზე, რომ უბარიერობა პრორუსული ძალებისთვის გაკეთდა. თუმცა, ვიდრე საქართველოში ის მუხტია, რაც 20 ივნისს ვიხილეთ, პრორუსულ ძალებს გამარჯვება ნამდვილად არ უწერიათ.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაისჯებიან ისინიც, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს, და ისინიც, ვინც აქციის დაშლისას ძალა გადამეტებით გამოიყენა.

თქვენი აზრით, მმართველი გუნდი გადააყენებს თუ არა შს მინისტრ გიორგი გახარიას?

- დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლება საერთოდ არ მოელოდა მოვლენათა ქუჩაში და ამგვარ განვითარებას. არ მოელოდნენ, თუ ს. გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებას ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში ასეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა.

მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალიტებს, რომელთაც პარლამენტში არსებული ვითარების შესახებ აცნობეს დეპუტატებს და, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელმაც სწრაფი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პროტესტის ნიშნად სპიკერატში ადგილები დაიკავა და ამით შეწყვიტა სამარცხვინო პროცესი.

ხელისუფლება საერთოდ არ მოელოდა მოვლენათა ქუჩაში და ამგვარ განვითარებას

მით უმეტეს, არ მოელოდნენ, რომ ეს პარლამენტს გარეთ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა. ამიტომ დაიბნენ და შეეცადნენ პარლამენტში მომხდარი ფაქტი პროტოკოლურ შეცდომად გაესაღებინათ, პარლამენტსგარეთ არსებული მღელვარება კი ოპოზიციური პარტაქტივის აქციად მიიჩნიეს.

შესაბამისად, ჩათვალეს, რომ ღონისძიების შეწყვეტა და რუსული დელეგაციის უკან გასტუმრება საკმარისი იქნებოდა ამ ინციდენტის აღმოსაფხვრელად. მაგრამ საღამოს 7 საათზე დაანონსებულ აქციაზე მისული ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის სიმრავლემ, ხელისუფლებაში დაბნეულობა და შიში, ხოლო ოპოზიციაში არაჯანსაღი

ეიფორია გამოიწვია.

ხალხმრავლობით გულმოცემულმა ოპოზიციამ შესაძლებლად ჩათვალა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სცენარის სასწრაფოდ გათამაშება

მე აქციაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ, როდესაც ერთერთი გამოცემის კორესპოდენტი დამიკავშირდა, აქციაზე არსებული ვითარება გამაცნო და შეფასება მთხოვა, ვუპასუხე, რომ ეს ყველაფერი თავისი მასშტაბურობითა და მოულოდნელობებით ძალიან ჰგავდა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს, თანაც იმედი გამოვთქვი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მაშინდელ შეცდომებს არ გაიმეორებდა.

სამწუხაროდ, ჩემი იმედები არ გამართლდა! ხალხმრავლობით გულმოცემულმა ოპოზიციამ შესაძლებლად ჩათვალა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სცენარის სასწრაფოდ გათამაშება და ნ. მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ, თუ „ხელისუფლებამ ორ საათშიჩვენი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, აქ არაფერი გვესაქმება და ხელაწეულები მშვიდობიანად შევალთ პარლპარლამენტის შენობაშიო“.

შესაძლოა, ჩვენ სახელლმწიფო მოწყობის, საბაზრო ეკონომიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალი სხვა მიმართულებით არ გვყოფნიდეს გამოცდილება, მაგრამ ბოლო 30 წელი მთელმა ერმა ლამის ქუჩაში, ხელისუფლებებთან დაპირისპირებაში გავატარეთ და ის მაინც ვიცოდით, როგორ არ მიგვეცა ხელისუფლებისთვის პროვოცირების საშუალება.

წარმოგიდგენიათ, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციას მსგავსი რამ რომ წამოსცდენოდა, რა მოხდებოდა? ამიტომ, გაუგებარია, რატომ გააკეთა ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ასეთი პროვოკაციული განცხადება?

როგორც ჩანს, ხალხმრავლობით ასევე შეშინებულმა და დაბნეულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძირშივე, ისე ჩაეხშო საპროტესტო ტალღა, რომ უახლოს მომავალში, მომავალ არჩევნებამდე მაინც, პროტესტის სურვილი არავის გასჩენოდა და ამისათვის ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადება, ასევე უპასუხისმგებლოდ, მომიტინგეთა დასარბევად, და არა დასაშლელად, გამოიყენა.

ხალხმრავლობით ასევე შეშინებულმა და დაბნეულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძირშივე, ისე ჩაეხშო საპროტესტო ტალღა, რომ უახლოს მომავალში, მომავალ არჩევნებამდე მაინც, პროტესტის სურვილი არავის გასჩენოდა

მიუხედავად ამისა, არსებობს საკითხები, რომელთა გარკვევა აუცილებელია: - დარბევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერმა, ქვეყნაში აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა, განაცხადა, რომ არავითარი რეზინის ტყვიები, ცრემსადენი გაზი და ა.შ. არ იქნება, მაშ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება დარბევის შესახებ, როცა პარლამენტთან არსებული ვითარება არ გაუარესებულა და ტელევიზიის საშუალებით მთელმა ქვეყანამ ნახა?

ასევე დასადგენია, თუ ვინ არიანის ადამიანები, რომლებიც პერმანენტულ შეტევებს ახორციელებდნენ პარლამენტის შენობის შესასვლელში განლაგებულ სპეცრაზმზე - გულუბრყვილო პატრიოტები, ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა რიგებში ჩანერგილი პროვოკატორები თუ ოპოზიციის პარტაქტივისტები, თუ ყველა ერთად? ორივე ეს საკითხი, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდება.

აუცილებელია გაირკვეს დარბევის დაწყებამდე რატომ აცხადებდა პრემიერი რომ არავითარი რეზინის ტყვიები, ცრემსადენი გაზი არ იქნებოდა გამოყენებული… ასევე დასადგენია, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც პერმანენტულ შეტევებს ახორციელებდნენ პარლამენტის შენობის შესასვლელში

ხელისუფლების მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარე, როდესაც პროტესტის განსამუხტავად ჯერ ირაკლი კობახიძე გადააყენა, ხოლო შემდეგ პროპორციულ არჩევნებს დათანხმდა, არაა გამორიცხული, რომ პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში გიორგი გახარია გადააყენოს,

თუმცა, ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად გახარიაც გადაეყენებინა, თუნდაც დროებით, ვიდრე 20 ივნისს მომხდარი მოვლენების გამოძიება დასრულდებოდა,

თუნდაც იმ მიზნით, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებისათვის უფრო სანდო გამხდარიყო.

- თქვენი დაკვირვებით, რა რეაქცია ექნებათ უკანასკნელ დღეებში განვითარებულ პროცესებზე ივანიშვილის პასუხზე ოპოზიციას და სავარაუდოდა როგორ აისახება იგი შიდა პოლიტიკაზე?

- ივანიშვილის პასუხზე ოპოზიციას სავარაუდოდ კრიტიკული დამოკიდებულება ექნება და შეეცდება საპროტესტო მუხტი შეინარჩუნოს. ამისათვის დღის წესრიგში დადგება გიორგი გახარიას გადაყენების საკითხი და დაკავებული მანიფესტანტების დაუყონებლივ გათავისუფლება.

ივანიშვილის პასუხზე ოპოზიციას სავარაუდოდ კრიტიკული დამოკიდებულება ექნება და შეეცდება საპროტესტო მუხტი შეინარჩუნოს

თუ ამ მიმართულებით შეძლო ახალგაზრდობის აყოლიება, საპროტესტო მანიფესტაციები გაგრძელდება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს დათმობაზე წასვლა.

- ყველა თანხმდება, რომ 20 ივნისის შემდეგ ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდა ქვეყანა. თქვენი დაკვირვებით, როგორია ამ ახალი რეალობის მახასიათებლები?

- 20 ივნისის მოვლენებმა დაასრულა პოლიტიკური პროცესის ერთი ეტაპი და სათავე დაუდო ახალ პოლიტიკურ პროცესს. ყველას გვესმის, რომ ძველებურად ვეღარაფერი იქნება. ჩვენ მივიღეთ ახალი რეალობა, როგორც წარსულის რეანიმაცია, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე სპეცრაზმი გამოდის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების წარმართვასა და რეგულირებას ცდილობს

20 ივნისის მოვლენებს მედიასაშუალებები, ანალიტიკოსები თუ საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად ადარებენ 9 აპრილის პროცესებს, რაც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ალოგიკურია, არამედ გარკვეული მოვლენების, კერძოდ, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიჩქმალვასაც გულისხმობს.

რაც შეეხება ახალი პოლიტიკური პროცესის ძირითად მახასიათებელს, მას სრულად განსაზღვრავს ხელისუფალთა ქმედება. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და შეცდება 2020 წლისთვის იყოს მშვიდი და სტაბილური საარჩევნო პოლიტიკური გარემო, რაც გაზრდის არჩევნების შედეგების სანდოობას

მათთვის კი, ვინც გულრწფელია ასეთ პარალელებში, უბრალოდ განვმარტავ, რომ თვისობრივად განსხვავებულ პროცესებთან გვაქვს საქმე - 9 აპრილს ჩვენ „ბოროტების იმპერიას“ ვებრძოდით და ის სისასტიკე და ბარბაროსობა, რაც მათ ქართველი ხალხის წინაშე გამოიჩინეს, მიუღებელი, მაგრამ მოსალოდნელი და გასაგები იყო.

გუგებარია, როდესაც საკუთარი ხელისუფლება ექცევა ხალხს ისე, როგორც 7 ნოემბერს, 26 მაისს და 20 ივნისს მოექცა.

ასე, რომ, თუ ვინმეს გულრწფელად სურს პარალელების გავლება, შორს წასვლა საჭირო არაა. პარალელების გავლება, ცხადია, შეიძლება, მაგრამ წარსულით აწმყოს გამართლება, დაუშვებელია.

რაც შეეხება ახალი პოლიტიკური პროცესის ძირითად მახასიათებელს, მას სრულად განსაზღვრავს ხელისუფალთა ქმედება. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და შეცდება 2020 წლისთვის იყოს მშვიდი და სტაბილური საარჩევნო პოლიტიკური გარემო, რაც გაზრდის არჩევნების შედეგების სანდოობას.

- ანალიტიკის ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუ ხელისუფლებას უნდა კიდევ არ გაირთულოს მდგომარეობა, უმოკლეს ვადებში უნდა დადოს მოკვლევა პარლამენტში მომხდარზე.

თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება ამის გაკეთებას?

- 9 პრილიდან დღემდე ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდებოდა და დაუყოვნებლივ გამოძიებასა და სიმართლის დადგენას მოითხოვდა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მარტო ის, თუ ვისი მეოხებით ან როგორ აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ამხანაგი. გავრილოვი, არამედ ისიც, თუ ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვინ ღებულობდა გადაწყვეტილებებს როგორც პარლამენტში, ისე შემდგომში პარლამენტსგარეთ განვითარებულ მოვლენებზე

ზოგ შემთხვევაში აღიძრა საქმე და დაიწყო გამოძიება, ზოგი საერთოდ ყურადღების გარეშე დარჩა. თუმცა არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული და დასრულებული არ არის.

ამიტომ, არა მგონია, რომ 20 ივნისის მოვლენები გამონაკლისი აღმოჩნდეს. არადა, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომელებიც ხელისუფლების მხრიდან აუცილებელ პასუხებს მოითხოვს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მარტო ის, თუ ვისი მეოხებით ან როგორ აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ამხანაგი. გავრილოვი, არამედ ისიც, თუ ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვინ ღებულობდა გადაწყვეტილებებს როგორც პარლამენტში, ისე შემდგომში პარლამენტსგარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”