„ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

„ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

„ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. ორგანიზაციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ თბილისსა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების მონაწილეებს, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკვებულების გათავისუფლებამდე საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიდრე გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას, არ დაისჯებიან დამნაშავეები და არ გათავისუფლდებიან დაკავებულები, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს. არ დავესწრებით არც კომიისებს და არც საკრებულოს სხდომებს. ამით, სოლიდარობას ვუცხადებთ, აქციების მონაწილეებს და ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს",-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.