ხულოში 45 წლის მამაკაცი მოკლეს

ხულოში 45 წლის მამაკაცი მოკლეს

ხულოში 45 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს სოფელ ხიხაძირში მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო- საგამოძიებო სამუშაოები.

ფაქტზე უწყებამ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს.