ტყიბულელმა მოსწავლეებმა ოკუპაცია გააპროტესტეს

ტყიბულელმა მოსწავლეებმა ოკუპაცია გააპროტესტეს

ტყიბულში, მუნიციპალიტეტის მერიასთან მოსწავლეები შეიკრიბნენ და თბილისში პარლამენტის წინ აქციაზე მყოფებს თანადგომა გამოუცხადეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ საქართველოში რუსულ ოკუპაციას, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის გამოსვლა.

ტყიბულელი მოსწავლეები ამბობენ რომ მათი არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია.