გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა გაგრძელდება

სადგურის დასახლებას მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.
პროექტის სატენდერო ღირებულება 1 101 562 ლარია. მიმდინარე ტენდერის ფარგლებში სამშენებლო კომპანიებს წინადადებების წარმოდგენის შესაძლებლობა 30 ივნისიდან 7 ივლისამდე ექნებათ.
90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

























