სალომე სამადაშვილი ვანო ზარდიაშვილს - უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს პასუხის ღირსად არ ვთვლი

„უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს მე პასუხის ღირსად საქართველოს პარლამენტში არ ვთვლი, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოიხსენია. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, რატომ არ არიან გათავისუფლებულები ის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დააკავეს. მას ვანო ზარდიაშვილმა კითხვითვე უპასუხა, თავად გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ ხალხის დაკავებაზე, რაზეც სამადაშვილმა განაცხადა, რომ ზარდიაშვილი ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ მონა იყო, ახლა კი „ქართული ოცნების“ მონაა.

„თუ მელია დამნაშავეა და დანაშაულს აორგანიზებდა, ამაში მარტო იყო თუ თანამონაწილეები ჰყავდა? ჩვენს გარდა, ხალხის დაკავებას კიდე აპირებთ? ვინც ჯერ კიდევ ციხეში სხედან, რატომ გამოშვებული არ არიან?“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ამ ხალხის დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობას თქვენ ვერ გრძნობთ, ხომ?“ - კითხვითვე მიმართა მას ვანო ზარდიაშვილმა, რაზეც სამადაშვილმა მას ნამუსგარეცხილი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ პასუხის ღირსად არ თვლის.

„ასეა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც მონა იყო, დღეს აქ სხედან, „ქართული ოცნების“ და ბიძინას მონები არიან. ეს არის ყველა ხელისუფლების მონა. თქვენი, „ქართული ოცნების“ სახე არის ეს ბიჭი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აღნიშნულს კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა რეპლიკით უპასუხა, რომ მთავარია „ქართული ოცნების“ სახე თავად სამადაშვილი არ არის.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს