ფოთის საკრებულოს სხდომა „ევროპული საქართველოს" წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

ფოთის საკრებულოს სხდომა „ევროპული საქართველოს" წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, ის სხდომას არ დაესწრება, ვიდრე არ შესრულდება, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეთა მოთხოვნები.

,,მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, ბოიკოტს ვუცხადებ საკრებულოს სხდომებს. აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და ასევე ყველა კანონდამრღვევი პოლიციელი დაისაჯოს,“- განაცხადა ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია არ იზიარებს ოპოზიციის პრეტენზიებს და მიაჩნია, რომ პროცესები ოპოზიციის მიერაა მართული.

„აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებამ დაინახა, რომ საპროტესტო აქციაზე, ვიხილეთ და მოვისმინეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებები. ,,ევროპული საქართველოს“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებდნენ შეკრებილებს პარლამენტში შესვლას. ეს იყო კანონის საწინააღმდეგო ქმედება. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასია, ამიტომ ცოტა პასუხისგებლობით უნდა მოეკიდო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ მაპროვოცირებლები სამოქალაქო მღელვარების. ყველაფერს შეისწავლის შესაბამისი უწყება,“- განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კაკულიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია