ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ სხდომას პროტესტს უცხადებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ სხდომას პროტესტს უცხადებს.

„რუსებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, უმრავლესობა პოლიტიკური ტრიბუნის ოკუპაციას ახდენს", - ამგვარად აფასებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ბესო ბრეგაძე.

მისი განცხადებით, მათ საკრებულოს წერილობით მიმართეს, რომ განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ, თუმცა საკრებულომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ნაცვლად არსებული პრობლემებისა, ფრაქციების შექმნას განიხილავს.

"რუსებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, უმრავლესობამ პოლიტიკური ტრიბუნის. არ გვაძლევენ შეაძლებლობას ვიმსჯელოთ ქვეყნაში განვითარებულ მოვლენებზე. მივმართეთ დღის წესრიგში შეეტანათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ეს არის ქვეყნის პრობლემა, აქციებია ყველგან და ვალდებული არიან, იმსჯელონ ამაზე, მაგრამ თურმე ფრაქციის შექმნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არსებული მდგომარეობა. არ ფიქრობენ კრიზისი დაძლიონ, ამიტომ პროტესტს ვუცხადებთ საკრებულოს“, - განაცხადა ბესო ბრეგაძემ. საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა "ევროპულმა საქართველომაც".

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს