ეკომონეტა - ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტა „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ (R)

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოიალობის პროგრამას იწყებს. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ჯიპიაი ჰოლდინგმა ეკოისტების მოძრაობა ჩამოაყალიბა, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაერთიანდეს ამ იდეის გარშემო.

განახლებული აპლიკაციით MyGPI - ფულის გამომუშავება დაზღვევით და ჯანსაღი ცხოვრებითაა შესაძლებელი.

ეკომონეტების გამომუშავება ყველა მსურველს 5 ეკოქცევით შეუძლია

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულებს კი დამატებით უგროვდებათ ეკომონეტები დაზღვევაში გადახდილი თანხიდან - თანხის 10% -მდე

ეკოქცევა 5 ეკოაქტივობას მოიცავს:

ვარჯიში

10 ათასი ნაბიჯი დღეში

2 ლიტრი წყალი დღეში

ველოსიპედის შეძენა

ავტომობილის გამონაბოლქვი: ევროსტანდარტი

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის, თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, ეკოისტების მოძრაობა იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვისთვისაც გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.

„დღეს საფუძველი ჩავუყარეთ ეკოისტების მოძრაობას, ეს არის განვითარებაზე, ქმედებაზე, თანამედროვე ცხოვრების წესზე ორიენტირებული თავისუფალი ადამიანების გაერთიანება. შევქმენით პირველი ვალუტა, რომლის გამომუშავება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით. ვიქნებით პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც თანხას გადაუხდის ადამიანებს ჯანსაღად ცხოვრებისთვის. ხუთი ეკოქცევის დაფიქსირება შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით, სადაც ქულები გროვდება ეკოქცევების დაფიქსირებით, რომელიც ავტომატურად ითვლის ნაბიჯების რაოდენობას, ხოლო დანარჩენი აქტივობები ფიქსირდება QR კოდის მეშვეობით. დაგროვილი ეკომონეტების გადაცვლა შესაძლებელია „ჯიპიაის“ დაზღვევაში. გვიხარია, რომ ჩვენ კამპანიის ფარგლებში ეკოისტური სულისკვეთების კომპანიების გაერთიანებაც შევძელით: წყლის ბრენდი „სნო“,ფიტნეს ცენტრი „ასპრია“, სპორტული მაღაზიების ქსელი „ექსტრიმი“ და ტექინსპექტირების ცენტრი - „ქვიქტესტი“. მადლობა გვინდა მათ გამოვუცხადოთ, რომ გვერდში გვიდგანან ამ საქმეში და თავადაც ჩართული არიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში“, - განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეკოქცევით თანხის გამომუშავება არამხოლოდ ჯიპიაი-ს დაზღვეულებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. MyGPI ხელმისაწვდომია როგორც IOS , ისე Android მომხმარებლებისთვის და საკმარისია მხოლოდ ავტორიზაციის გავლა, რომ დაგროვება იმავე დღეს დაიწყოს.

ეკოისტობის იდეის პოპულარიზებაში „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ჩართო. თითოეულ ეკოქცევას საკუთარი ეკოჯარისკაცი ჰყავს - ისინი იბრძვიან გარემოს დაცვისთვის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

ჯიპიაის ეკოჯარისკაცები არიან: დათა ქაჯაია - ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მრბოლელი, 4 გზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სერიის პრიზიორი; გიგა მაქარაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი; სალომე კასრაძე - ბლოგერი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და სამოქალაქო აქტივისტი. გამეზა - მხატვარ-მონუმენტალისტი, სთრით-არტისტი, ანტიშფოთის იდეის შემქმნელ-მატარებელი, ველოსიპედით მოძრაობის მოყვარული; მელი ბაღდავაძე - კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, კანის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში, ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სარეკლამო ფესტივალებზე და ამავდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირობო მიმდევარი;

„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო დღეს. ჯიპიაიმ ახალი ვალუტა შექმნა, ფულს გვიხდიან იმაში, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღად, მოვუფრთხილდეთ ეკოლოგიას და გავაჯანსაღოთ ორგანიზმი. მე ვიქნები ნაბიჯების ჯარისკაცი, რომელმაც დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯი უნდა გადადგას. შევეცდები, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემომიერთდეს და მათაც წესად გაიხადონ ყოველდღიურად ფეხით სიარული“, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯიპიაი ჰოლდინგის წარმომადგენლებმა და ეკოჯარისკაცებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის საკითხი გააპროტესტეს. ეკოისტის კამპანიის სიმბოლოებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციაზე, თვალები ჰქონდა ახვეული, რითიც კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ანტისაოკუპაციო მესიჯი გააჟღერა. ამ მხრივ, კომპანიაში მომავალშიც გეგმავენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.

ეკოისტების მოძრაობის აქტივობა ფეისბუქ ჯგუფში ეკოისტები | Ecoists გაიშლება, რომელიც იქნება სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გასააქტიურებლად. ჯგუფი ეკოისტებს გააერთიანებს და სხვადასხვა სასარგებლო წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს. ჯგუფში გაწევრიანება და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩართვა ყველას შეუძლია.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის