ნიკა მელია - იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა მონაწილეობა მივიღო, რომ გიორგი გახარიამ პარლამენტში ვერც შესვლა გაბედოს და ვერც მელიასავით შეიპაროს

„იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა, თქვენთან ერთად ვიყო და აქტიური მონაწილეობა მივიღო, რომ გიორგი გახარიამ პარლამენტში ვერც შესვლა გაბედოს და ვერც მელიასავით შეიპაროს,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის შესასვლელთან მისი მხარდამჭერებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა, სადაც ერთადერთ მოთხოვნად შს მინისტრის გადადგომა რჩება.

„იმედია, შესაძლებლობა მომეცემა თქვენთან ერთად ვიყო 28 ივნისს და აქტიური მონაწილეობა მივიღო, რომ გიორგი გახარიამ აქ შესვლა ვერ გაბედოს და ვერც მელიასავით შეიპაროს. ეს მიმაჩნია პრინციპულად მნიშვნელოვნად ახლა. მესმის, თითოეულ ჩვენგანში არის, ასევე, დაუოეკებელი სურვილი, რომ აი, ახლა, ნახევარ საათში ბიძინა ივანიშვილი აღარ იყოს იქ, სადაც არის. ეს ლეგიტიმური სურვილია, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ ამ დღესთან და მოდით, ახლა ჩვენ ჭკუითაც ვაჯობოთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა