წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენმა  ორი სპეციალური ანგარიში წარადგინა

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა ორი სპეციალური ანგარიში წარადგინა: 1) პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში; 2) „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ჩატარდა.

„პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიშში ასახულია ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. ღონისძიებაზე განიხილეს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმით განსაზღვრული პრევენციის ეროვნული მექანიზმების როლი წამების პრევენციის მანდატის განხორციელებაში.

რაც შეეხება ანგარიშს „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“ - სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, 2013-2017 წლებში წარმოებული და შეწყვეტილი 38 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. საქმეთა ანალიზმა ცხადყო, რომ ეფექტიანი გამოძიება კვლავ რჩება საგამოძიებო სისტემის მთავარ გამოწვევად. ჩაუტარებელმა, დაგვიანებით ჩატარებულმა და არაჯეროვანი გულისხმიერებით ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა გამოავლინა საგამოძიებო სისტემის დაბალუნარიანობა, ადეკვატური პასუხი გასცეს სახელმწიფოს მიერ ნაკისრ პოზიტიურ ვალდებულებას - გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ეფექტიანად,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს