სალომე სამადაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს - მე თქვენთან მოვედი, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება პარლამენტში

მე დღეს თქვენთან მოვედი, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება პარლამენტში, სადაც მე ყოველდღე მიწევს სირცხვილის ჭამა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"აქ მოვედი ცოტა ხნით, რომ მოგესალმოთ, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება საქართველოს პარლამენტში, სადაც მე ყოველდღე მიწევს სირცხვილის ჭამა. ვცდილობ, აღვიდგინო ის, რაც ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს პარლამენტში და ეს ჩვენი უფლებაა, რომ პარლამენტში ისმოდეს ჩვენი ხმა. მინდა მივესალმო აქციის ორგანიზატორებს, ყოველდღე გელოდებათ ჩასაფრებული ივანიშვილი, როდის დაიღლებით და დაიშლებით, და უკვე მე-7 დღეა, ეს არ ხდება. ჩვენ თუ ამ ქვეყანაში არ მივაღწიეთ იმას, რომ დამნაშავე, როგორიც გახარიაა, გადადგეს, მერწმუნეთ, არანაირი ცრუ თუ თუნდაც მართალი დაპირებები პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე არ დაგვეხმარება იმაში, რომ ამ პარლამენტში ისმოდეს ჩვენი ხმა. შეიძლება ჩვენ პარლამენტში გვყავდეს სესიაშვილი, ოხანაშვილი? ჩვენ პარლამენტში გვინდა ჩვენი ხმა. ამ მოედანზე გასული 25 წლის განმავლობაში არაერთი ახალი ლოდერი დაბადებულა და დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოედანზე ბევრი ახალი ლიდერი იბადება, ვინც გაიყვანს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე. რაც მოხდა პარლამენტში, სირცხვილი იყო, რადგან მტერმა, შემოუთვალა ივანიშვილს, ერთი თავი გადმოაგდეო, ოღონდ გახარიას თავი არ მოუთხოვია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტმა ოკუპანტის მოთხოვნა შეასრულა, კანონი დაარღვია და გვეუბნება, გახარია არსად წავაო. რა უნდა ვუთხრათ ჩვენ? გახარია გადადგება! იმედი მაქვს, სანამ ეს არ მოხდება, ეს აქცია არ დამთავრდება და მე აქ ყოველდღე მოვალ. ეს ჩვენი ვალია იმ ხალხთან, ვინც თვალდათხრილია. ნუ დაიღლებით, ოლიგარქთან ბრძოლაში ერთადერთი ძალა თქვენ ხართ",- განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა