ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ქუთაისში კონცერტის გამართვას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ქუთაისის პერსპექტივა არ არის ავტომშენებლის სტატუსის დაბრუნება, რადგან ეს არის საბჭოთა კავშირში დაბრუნება და ქუთაისის რეალური მომავალი არის საპარლამენტო სტატუსში.
"დღეს თბილისში ამ ღონისძიებას ვერავინ გაბედავდა, ეს გაუბედეს ქუთაისს. აქციაზე დაკავებულები ციხეში არიან, ბავშვებს თვალები დათხარეს და ეკონომიკის მინისტრმა კონცერტზე გვამცნო, რომ ქუთაისს დაუბრუნდა მანქანათმშემებლობის სტატუსი. გილოცავთ, საბჭოეთში დაბრუნებას. ეს არის ქუთაისის სირცხვილი, რას ზეიმობენ, არ გვესმის", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

























