გორის მერია - გორისა და ბიალისტოკის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

გორისა და ბიალისტოკის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება. სამომავლო გეგმებზე მუნიციპალიტეტების მერებმა პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრეს. თანამშრომლობა ძირითადად მუნიციპალური ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და განათლების მიმართულებითაა დაგეგმილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტი ბიალისტოკთან 2013 წლიდანაა დამეგობრებული. ბიალისტოკის მერის მოწვევით, ქალაქის დამოუკიდებლობის 100 წლისა და თავისუფალი არჩევნებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ. ბიალისტოკში გორის დელეგაციასთან ერთად, 7 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საწარმო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და შეხვედრები გამართეს სატრანსპორტო დეპარტამენტში.

გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილსა და ბიალისტოკის მერს თადეუშ ტრუსკოლასკს შორის დაიწყო მოლაპარაკებები გორისთვის მუნიციპალური ავტობუსების გადმოცემის ფორმებზე.

ვიზიტის დროს დაიგეგმა თანამშრომლობა ჩინეთთანაც. გორისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩუნზუოს მიერ ერთობლივი პროექტები განხორციელდება.

ახალგაზრდებისა და სპორტსმენების გაცვლითი პროგრამების დეტალები განიხილეს ოჟიშისა და გორის მუნიციპალიტეტების მერებმა. პროექტი პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პარტნიორებს უკვე შეტანილი აქვთ.

ბიალისტოკში ვიზიტის დასასრულს, გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე წმინდა არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელობის მშენებარე ტაძარშიც იმყოფებოდნენ და ქართულ დიასპორას შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს