სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებმა გორი-ნიქოზის საავტომობილო გზა გადაკეტეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებმა გორი-ნიქოზის საავტომობილო გზა გადაკეტეს. სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას და ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზების მოწესრიგებას ითხოვს. მათი განცხადებით, მიმდინარე თვეში, ზედიზედ რამდენჯერმე მოსულმა უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან და ადგილობრივები ბაღებთან მისვლას ვერ ახერხებენ.

ახალდაბაში იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე, საკრებულოს წევრი აღნიშნული თემიდან. ,,რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, უკვე ცხადდება ტენდერი და სამუშაოების შესრულება უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. დაგეგმილია სასმელი წყლის მილების გაამოცვლა, რაც შესაძლებელს გახდის პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მიხეილ გოგებაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, უამინდობამ გორის რაიონის არაერთ სოფელს შეუქმნა გარკვეული პრობლემები.

„ამ წუთებში ადგილზე ხდება ვითარების შესწავლა და არსებული მდგომარეობის რეალურად შეფასების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ სამუშაოებსა და შექმნილი პრობლემის მოგვარებაზე“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა.

ნახევარსათიანი პარალიზების შემდეგ, საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა