ხულოში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხულოში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულ რემზი ბოლქვაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის, ვიოლეტა ფორჩხიძის განცხადებით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკი არსებობს. თავის მხრივ ბრალდებულის ადვოკატი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიება დაკავებულს თანასოფლელის მკვლელობასა და ორი პოლიციელის დაჭრას ედავება.
შემთხვევა 25 ივნისს ხულოში, სოფელ ხიხაძირში მოხდა.

























