კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა და საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა და საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა და საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი მოედნის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 560 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატის ოთახები, სტადიონზე დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა.

აღდგება ცენტრალური სტადიონის მიმდებარე მინი მოედანიც. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტში აქტიურ ჩართულობას, - ნათქვამია განცხადებაში.