ძლიერმა ქარმა რუსთავში ხე მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა რუსთავში ხე მოგლიჯა

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. ქარმა ცურტაველის ქუჩაზე რესტორან ,,სამეფოსთან" ხე მოგლიჯა. ადგილზე იმყოფებიან ,,რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები და ტერიტორიას ასუფთავებენ.

ძლიერმა ქარმა ასევე ხეები მოგლიჯა ბარათაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებზე, თოდრიას ქუჩაზე კი საცხოვრებელი ბინების ფანჯრები ჩაამტვრია.