ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად სახლების სარდაფები და ეზოები დაიტბორა, სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად სახლების სარდაფები და ეზოები დაიტბორა, სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ე.წ ჭაობის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ეზოები დაიტბორა. ყველაზე მეტი პრობლემა ცენტრალურ უბნებში შეიქმნა. . გორგილაძის, თავდადებულის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

ასევე, ნაწილობრივ შეფერხებულია მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, უწყებაში 20-მდე შეტყობინება შევიდა. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილებზე მოქალაქეების დასახმარებლად სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.