ბათუმში დატბორილ ქუჩებზე მცხოვრებლებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე შეხვდა

ბათუმში დატბორილ ქუჩებზე მცხოვრებლებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ ამის გამო, ნალექის გამტარიანობა შეიზღუდა.
ბათუმის მერიის - შპს "ბათუმის წყლის" თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით, სადაც ნალექის შედეგად ქუჩები და სახლები დაიტბორა გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, უწყებაში ნალექის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან 40-მდე შეტყობინება შევიდა

























