საგარეჯოში ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია ჩატარდა სახელწოდებით - „აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის“

საგარეჯოში ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია ჩატარდა სახელწოდებით - „აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის“

საგარეჯოში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი და ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით - “აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის“.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოხალისეები, სპორტის მასწავლებლები, საგარეჯოს #1 საჯარო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები . ველოტურმა სტარტი აიღო საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლიდან შპს „ჯეო- ორგანიკი“-ს ქარხნის- ქართველ იუნკერთა ქუჩა # 14 მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები და მოხალისეები ადგილზე გაეცნენ და დაათვალიერეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმოს- შპს "ჯეო-ორგანიკი"-ში ტექნოლოგიური პროცესები, რომელიც მზის სისტემაზე მომუშავე საშრობი აგრეგატით არის აღჭურვილი.

მადლობას ვუხდით ღონისძიების მხარდამჭერს - ენერგოეფექტურობის ცენტრს, რომელმაც ველოტურის მონაწილეები ბრენდირებული მაისურებით, ბროშებით, ჩანთებითა და სტიკერებით დაასაჩუქრა. მადლობა საგარეჯოს პოლიციის რაიონულ სამმართველოს მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის; მადლობა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელს-ქალბატონ თამარ ჯაბადარს და საგარეჯოს #1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.