„გადადგეს გახარია“ - ამ მოთხოვნით   თბილისში დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც შეუერთდებიან

„გადადგეს გახარია“ - ამ მოთხოვნით   თბილისში დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც შეუერთდებიან

„გადადგეს გახარია“ - ამ მოთხოვნით თბილისში დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც შეუერთდებიან.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და 100-მდე აქტივისტი ჩალაუბნის ცენტრში შეიკრიბა. ისინი მიკროავტობუსებით თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, მხარდასაჭერად კი მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.