ეტლით მოსიარულე პირს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.