ბათუმში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ბათუმში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად მსვლელობა მოაწყვეს ტრანსფარანტებით "სისხლიანი 9+7 წელი", რაც აქციაზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს "პატრიოტთა ალიანსის" მესიჯია.
"ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა, სოლიდარობა თბილისში გამართულ „თავისუფლების მარშისადმი“. მთავარი მოთხოვნაა გადადგეს გიორგი გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს იმ პირმა, ვინც პასუხისმგებელია იმ სისხლიან ღამეზე, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა", -განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ.

























