რუსთავში მდგრადი ენერგეტიკის დღე - „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღინიშნა

რუსთავში მდგრადი ენერგეტიკის დღე - „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღინიშნა

რუსთავში მდგრადი ენერგეტიკის დღე - „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღინიშნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მერიის ორგანიზებითა და ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის შემოსასვლელიდან, კულტურისა და და დასვენების ცენტრალურ პარკამდე ველოგარბენი მოეწყო, პარკში არსებულ ტბაზე კი ნიჩბოსნობაში ტურნირი ჩატარდა.

მოეწყო თემატური ფოტო გამოფენა. ფოტოებზე ასახული იყო ის ენერგოეფექტური პროექტები, რომლებიც რუსთავის მერიამ დღემდე განახორციელა.

მდგრადი ენერგეტიკის დღეების მოწყობა ,,მერების შეთანხმებას“ მიერთებული ქვეყნებისა და ქალაქების ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით, 2009 წლიდან, მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებში, 2011 წლიდან კი რუსთავშიც, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.