სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი   ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილში ახალგაზრდები 20 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურებიან და მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგზე მზაობას გამოთქვამენ. ისინი წერილში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მოუწოდებენ, არ დაიშუროს ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.

გთავაზობთ ღია წერილს, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ ავტორებმა მიაწოდეს.

„უპირველეს ყოვლისა, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ 20-21 ივნისს, თბილისში განვითარებულ მძიმე მოვლენებს. ჩვენი თაობისა და სრულიად საზოგადოების სამართლიან მღელვარებასა და პროტესტს, რომელიც მოჰყვა ხელისუფლების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომას. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მალევე აღიარა არსებული, თუმცა ესკალაციის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხერხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილება. იმ პერიოდში ჩვენს თანამოქალაქეებს ამ გზით ხელისუფლების ცვლილება წარმოუდგენლად მიაჩნდათ.

2014 წელს თქვენი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიღწევას ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ამოქმედებას შენგენის ზონის ქვეყნებთან.

ვფიქრობთ, რომ რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ გაჟღერდა ქვეყნისათვის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც 2020 წელს საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. ამ გადაწყვეტილებით თქვენ ანგარიში გაუწიეთ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, რაც მისასალმებელია.

დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში.

ბატონო ბიძინა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის“,-ნათქვამია წერილში.

ღია წერილს ხელს აწერენ:1. გიორგი მამულაშვილი;2. ნათია ჯინჭარაძე;3. დავით წილოსანი;4. მარიამ თურმანიძე;5. დიმიტრი მაისურაძე; 6. გიორგი მჭედლიძე;7. ანა აფრიაშვილი; 8. ალიკა გუჩუა;9. ბელა გასოიანი;10. დეა ებანოიძე;11. გიორგი ინჯგია;12. გიორგი კვინიკაძე;13. ირაკლი ჩიგოგიძე;14. ნანა შაიბაზოვი;15. კარლო ხუციშვილი;16. გიორგი შენგელია;17. ლევან ლოსაბერიძე;18. თამთა გობოზაშვილი;19. ლევან ლეკიშვილი;20. ლუკა ჯაჯანიძე;21. მერი წერუაშვილი;22. სანდრო ტატიშვილი;23. ნინო ქობულაშვილი;24. სალომე ივანიაძე;25. გიორგი მორგოშია;26. ალისა ოვესოვი;27. თამარ ჟვანია;28. მამუკა ომიაძე;29. ნათია ქუხილავა;30. მუხრან შუბითიძე; 31. თენგიზ ახალაია;32. თეკლა ჯღარკავა;33. საბა სახვაძე;34. თამაზ ლოლიშვილი;35. თათია ქათამაძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ