ზუგდიდში 27 ქუჩაზე გზის საფარის აღდგენა დასრულებულია

ზუგდიდში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო პროცესს ცაიშვილის ქუჩაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.
ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები ცაიშვილის, ოდიშისა და პუშკინის ქუჩებზე ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიმდინარე პროექტების ფარგლებში ახორციელებს. ამ ეტაპზე აღდგენილია 27 ქუჩა, სულ 100-ზე მეტი ქუჩის გზის საფარის აღდგენა მოხდება.

























