შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოშიმშილე ერთ-ერთი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოშიმშილე ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა. მინდია ადაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, მოგვიანებით კი კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მინდია ადაძე ორ აქტივისტთან ერთად შეკვეთილში მე-6 დღეა შიმშილობს. მათ კარვები აქვთ გაშლილი. ისინი თბილისში მიმდინარე აქციას უერთდებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

























