ზუგდიდის მერია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეზოების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილესთან მალხაზ თორიასთან და ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

„მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა. კეთილმოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქ.N3-ში, გამსახურდიას ქ. N213-ში, გამსახურდიას ქ. N215-ში, სოხუმის ქ. N73-ში, თამარ მეფის ქ. N35-ში, შალვა ქირიას ქ. N3-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. პროექტი ითვალისწინებს ბეტონის ბორდიურების, გაზონებისა და ელ. განათების მოწყობას დეკორატიული ჭაღის ტიპის სანათებისგან, საშუალომარცვლოვანი ბეტონის საფარისა და კორპუსების ირგვლივ ბეტონის სარინელის მოწყობას, აგრეთვე დაგეგმილია წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.

სამუშაოების ღირებულება 1 302 928 ლარია.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცნობითვე, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი.

პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 250, 049.97 ლარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო