მოშიმშილე აქტივისტი მინდია ადაძე ფოთის ჰოსპიტალიდან გაწერეს და ის შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის მიმდებარედ მიმდინარე შიმშილობის აქციას შეუერთდა

მოშიმშილე აქტივისტი მინდია ადაძე ფოთის ჰოსპიტალიდან გაწერეს და ის შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შიმშილობის აქციას კვლავ შეუერთდა. მისი თქმით, მედიკოსებმა მას შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს.

„ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა მირჩიეს, მაგრამ არ ვაპირებ. აქ ვიქნები ორ მეგობართან ერთად, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მოშიმშილე აქტივისტმა, მინდია ადაძემ.

შეგახსენებთ, მინდია ადაძე შეუძლოდ გუშინ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.

შეკვეთილში სამი პირი მე-7 დღეა შიმშილობს. მათ კარვები აქვთ გაშლილი. ისინი თბილისში მიმდინარე აქციას უერთდებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო