სერგი კაპანაძე - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ განელებულა და არც განელდება

გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ განელებულა და არც განელდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის დადგენილება დაარეგისტრირა, რადგან ადამიანი, რომელმაც ესროლა თავის მოქალაქეებს და მოუწყო „გავრილოვის ღამე“, არ შეიძლება დარჩეს თანამდებობაზე.

„ეს დადგენილება, რომელიც ჩვენ 21 ივნისს დავარეგისტრირეთ, გარკვეულწილად არის ლაკმუსის ტესტი იმ არაადეკვატურობის, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს. პირველი რეაქცია მათი იყო, რომ თურმე 19-ში უნდა დაგვერეგისტრირებინა, ანუ 20 ივნისამდე, რომ განხილვა მოსწრებულიყო. მეორე რეაქცია იყო რომ სექტემბერში უნდა განგვეხილა. მესამე რეაქცია გუშინ ბიუროზე იყო, რომ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული და სხვა პრიორიტეტები გააჩნია იურიდიულ კომიტეტს, რომ შეიძლება ვერ მოესწროს რიგგარეშე სესიაზე განხილვა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ მოწყვეტილია რეალობას და ხალხს.

რაც შეეხება გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს, ის არ განელებულა და არც განელდება. ამას აჩვენებს ის, რომ უკვე 2 კვირაა პროტესტი გრძელდება. ხალხი ითხოვს გახარიას გადადგომას და ის უნდა წავიდეს. იმიტომ, რომ ესროლა თავის თანამოქალაქეებს და მოუწყო „გავრილოვის ღამე“, არ შეიძლება, რომ დარჩეს თანამდებობაზე, ამიტომ ადრე თუ გვიან მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება.“ - განაცხადა კაპანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს