კახეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდა

კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზენტაციაზე ძირითადად განიხილეს: გზების, სასმელი წყლის, ამბულატორიების, სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის საკითხები.

„აქ ძირითადი 9 კომპონენტი გამოიკვეთა - გზები, წყალი, ბაღები, სკოლები, ამბულატორიები, სტიქიის პრევენცია და წყალმომარაგება. ეს არის ძირითადად განსახორციელებელი პროექტები. მაგალითად, წყალმომარაგებისთვის გამოყოფილია 6 მილიონი. ასევე იგეგმება 16 ახალი ამბულატორიის აშენება და 47 გარემონტდება. სკოლების რეაბილიტაციისთვის 7 მილიონია გამოყოფილი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი თანხები არის მობილიზებული მომავალი წლისთვის. 2019 წლიდან მოხდება მომავალი წლისთვის პროექტების შესყიდვა და სამშენებლო ტენდერების გამოცხადება. ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც ამ მენეჯმენტს ხარიხიანად და დროულად გაატარებენ, დამატებით მიიღებენ ერთ მილიონამდე ლარს, დამატებით პროექტებისთვის, რაც მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის ხარისხს გაზრდის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეხვედრა ორის საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მერებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილიც იმყოფებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა